18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოს ცნობით, საფრთხის დონე საშუალოა.
მასალის გამოყენების პირობები