Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/zgvaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ახალი ამბები
ფოთში ძლიერი ღელვის გამო ზღვამ ბორანი გამორიყა
ფოთში, ზღვის სანაპიროს ნაბადის ტერიტორიაზე, ძლიერი ღელვის გამო ზღვამ ბორანი "სმატი" გამორიყა. 35 ვაგონით დატვირთული გემი ფოთის ნავსადგურიდან გუშინ გავიდა, გვიან ღამით კი ზღვის ღელვამ 6 ბალს მიაღწია, რის გამოც გემმა მართვა დაკარგა. "მეორე ნავმისადგომთან იდგა ეს ბორანი, რომელიც მალტის დროშის ქვეშ ცურავს. ჩვეულებრივი, სატვირთო ოპერაციების დასრულების შემდეგ, 35 ვაგონით დატვირთული გავიდა ნავსადგურიდან. რადგან მოსალდნელი იყო ამინდის გაუარესება, კაპიტანმა ითხოვა ღუზაზე დადგომა, რომ გადაეტანა საშტორმო ამინდი. კაპიტანს, რა თქმა უნდა შეეძლო ჩვენთვის მოემართა, ნავმისადგომთან დარჩენაზე, მაგრამ ეს არ გაუკეთებია, არც სიტყვიერად და არც წერილობით. შუაღამისას, მიღებულ იქნა საშტორმო გამოცხადება, რომლითაც ნავარაუდევი იყო ამინდის მკვეთრი გაუარესება. დილის სამი საათისთვის ამინდი ძალიან გაუარესდა, შტორმმა 6 ბალს მიაღწია. როგორც კი მივიღეთ საშტორმო გაფრთხილება, ინფორმაცია გადავეცით ყველა მცურავ საშუალებას, რის შემდეგაც, თითქმის ყველა მათგანი გავიდა ღია ზღვაში", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ფოთის ნავსადგურის კაპიტანმა ვახტანგ თავბერიძემ. მისივე ინფორმაციით, ბორან "სმატის" ეკიპაჟმა ღია ზღვაში გასვლა სცადა, თუმცა უკვე ჩაშვებული ღუზის ამოღება, ტექნიკური გაუმართაობის გამო ვეღარ მოახერხეს. "ტექნიკური გაუმართაობა გახდა იმის მიზეზი, რომ გემი ღია ზღვაში ვეღარ გავიდა, რის შემდეგაც ღუზამ გემი ვეღარ დაიჭირა და დაიწყო დრეიფი. ამის შედეგად, გემმა ბევრი იმოძრავა რეიდზე და გამორიყა სანაპიროზე", - განაცხადა თავბერიძემ. კაპიტნის ინფორმაციით, დახმარებისთვის, სანავსადგურო საბუქსირე მცურავი საშუალებებით, გემთან მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. თავბერიძის განმარტებით, ნავსადგურს სპეციალური სამაშველო ბუქსირი არ გააჩნია. "კაპიტნის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გემს რაიმე დაზიანება არ აქვს, ეკიპაჟი 16 წევრისგან შედგება. ყველა მათგანი უვნებლადაა, ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას, დღის მეორე ნახევრისთვის, რის შემდეგაც, დავიწყებთ სამაშველო ოპერაციებს", - აცხადებს ვახტანგ თავბერიძე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.