Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/10/ilia-meore.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

ახალი ამბები
პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს გამწვანების ფონდი იქმნება
კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს გამწვანების ფონდი შეიქმნება, სადაც პირველ შენატანს, შესაწირის სახით, 50 000 დოლარს უწმინდესი შეწირავს, - ამის შესახებ გუშინ, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ილია მეორემ განაცხადა. შეხვედრა საქართველოში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ტყე-პარკების შექმნას, მათ მოვლასა და განვითარების საკითხებს ეხებოდა. პატრიარქს ამ მიზნით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუმრობდნენ. შეხვედრაზე ასევე პარლამენტარები, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, თბილისის მერიის, გარემოს დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. შეკრებილებს პატრიარქმა შესთავაზა, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო შეიქმნას საქართველოს გამწვანების ფონდი, რომელსაც ეყოლება თავმჯდომარე, მოადგილეები და მდივანი. პატრიარქმა საზოგადოებას ფონდის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება შესთავაზა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ფონდს ილია მეორე უხელმძღვანელებს. ფონდის თავმჯდომარის მოადგილეობაზე სურვილი შეხვედრაზე მყოფმა მინისტრებმა გამოთქვეს, თუმცა მდივნის კანდიდატურა დღეს ვერ დასახელდა. პატრიარქს შეპირდნენ, რომ მის ვინაობას ერთი კვირის განმავლობაში აცნობებენ. პატრიარქის განმარტებით, ის ძალიან დაკავებულია და საჭიროა ფონდის მდივანი ისეთი პიროვნება იყოს, რომელიც გამწვანების საკითხებით ადამიანებს დააინტერესებს და აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესებში. შეხვედრაზე ითქვა, რომ უნდა განისაზღვროს ტერიტორიები, სადაც ხეების დარგვა, მათი წვეთოვანი სისტემით მორწყვა და მეთვალყურეობა მოხდება. ასევე უნდა მოხდეს ამ მიზნით სანერგეებში ნერგების გამოყვანა, დარგვის პროცესში კი მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები, რომლებსაც ყოველ გახარებულ ერთ ხეზე 50 თეთრს გადაუხდიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.