ზუგდიდის მე - 18 საარჩვენო უბანთან ინცინდენტი მოხდა (ვიდეო)
14:44 / 08.10.2016
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის მტკიცებით, "ქართული
ოცნების"
წევრმა თეიმურაზ მარკოზიამ, საარჩვენო უბნის გარეთ გაიყვანა საარჩევნო
უბნის კომისიის თავმჯდომარე რომან გოგოხია და გაესაუბრა.
"თავისუფალი დემოკრატების" წამრმომადგენლებმა უბნებზე ეგნატე შამუგიამ
და დავით ქანთარიამ გააპროტესტეს აღნიშნული ფაქტი და შეეცადნენ
გაერკვიათ, თუ რაზე ესაუბრებოდა მმართველი პარტიის წარმომადგენელი
უბნის კომისიის თავმჯდომარეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და
შეხლა-შემოხლა მოყვა. ეგნატე შამუგიას თქმით,
მარკოზიასზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული
ოცნებიდან" მერაბ ქვარაია ახლდა, თუმცა ინცინდენტის დროს ის საარჩევნო
უბანთან არ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდმაცველებმა სიტუაციის განმუხტვა
შეძლეს.
მოგვიანებით, მმართველი პარტიის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა
გვასალიამ განაცხადა, რომ თეიმურაზ მარკოზია საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარეს პირად საკითხზე ესაუბრებოდა და მომხდარი,
მხოლოდ პროვოკაციის მცდელობაა ოპოზიციური ძალების მხრიდან.
რომან გოგოხიამ ასევე დაადასტურა, რომ მარკოზიას ის პირად საკითხზე
გაესაუბრა და უბნის ტერიტორია მასთან ერთად სიგარეტის
მოსაწევად დატოვა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები