კულტურა
"თბილისის წიგნის დღეები" დღეს ოფიციალურად გაიხსნება
ფესტივალს გახსნიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, წიგნის ხელოვნების ცენტრის დირექტორი ოთარ ყარალაშვილი და "ექსპო ჯორჯიას" წარმომადგენელი თათული ბოლოკაძე. ამავე დღეს გაიხსნება ქართველი ილუსტრატორების გამოფენა და დაიწყება ქართულ გამომცემლობათა გამოფენა-გაყიდვა. "თბილისის წიგნის დღეები" 27-30 ნოემბერს "ექსპო ჯორჯიას" ყველა პავილიონში გაიმართება. ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემოქმედებით მიმართულებებს: დისკუსიებს წიგნის და საგამომცემლო საქმიანობის განვითარების შესახებ; წიგნის ხელოვნების და უნიკალურ გამოცემათა ქართულ და საერთაშორისო გამოფენებს; წიგნის ხელოვნებასთან დაკავშირებულ ვორქშოპებს; საგანმანათლებლო და გასართობ ღონისძებებს მოზარდებისთვის; ლექციებს წიგნისა და ლიტერატურის მსოფლიოს დიდი ფესტივალების შესახებ; ქართულ გამომცემლობათა წიგნის ბაზრობას. ფესტივალი საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, ,,წიგნის ხელოვნების ცენტრის" (www.bookart.ge) და "ექსპო ჯორჯიას" ერთობლივი პროექტია, რომლის მხარდაჭერებიც არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო; ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი; ირანის საელჩო საქართველოში; გაეროს მოსახლეობის განვითარების პროგრამა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გრანტი 100 000 ევროს ოდენობით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიზნით 2014 წელს გამოყო. ორგანიზატორების ცნობით, "თბილისის წიგნის დღეების" პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსიების სერიით, რომელშიც ჩაერთვებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები – მსოფლიოს დიდი და ცნობილი წიგნის ფესტივალების ხელმძღვანელები, კურატორები, ცნობილი გამომცემლები და ილუსტრატორები. აღნიშნული დისკუსიები შეეხება ქართულ საგამომცემლო საქმიანობის მომავალს, პერსპექტივებს, სტრატეგიას, საგამომცემლო საქმის და ლიტერატურის განვითარების, მსოფლიო ბაზარზე ინტეგრაციის პროცესში მოსალოდნელ გამოწვევებს. თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში ასევე გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც ყოველი სტუმარი შეძლებს სასურველი წიგნის ყიდვას მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.