რუბრიკები
ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა ავტოსადგურის გადატანა გააპროტესტეს
ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა დღეს, 23 იანვარს ე.წ „სვანეთის კოშკთან“ მდებარე ავტოსადგურის გადატანა გააპროტესტეს. მათი თქმით, ისინი პროდუქციის გასაღებას ვერ ახერხებენ, რადგან მათივე განმარტებით, ავტოსადგურის გადატანით მომხმარებელი დაკარგეს. გარემოვაჭრებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით საავტომობილო გზაც გადაკეტეს, თუმცა საპატრულო პოლიციის მოთხოვნით მალევე გახსნეს. სვანეთის კოშკთან მდებარე ავტოსადგური, დაახლოებით, ერთი კვირის წინ სავაჭრო ცენტრ „ალიანსის“ გვერდით გადაიტანეს. "ვერ ვყიდით პროდუქტს, ყველაფერი გავიფუჭდა, კიტრი პომიდორი... სესხი გვაქვს აღებული, რა ვქნათ უკიდურეს მდგომარეობაში ავღმოვჩნდით", - აცხადებენ გარემოვაჭრეები რადიო "ათინათთან" საუბარში. თავის მხრივ, სავაჭრო ცენტრ "ალიანსის" დამფუძნებელი ვახტანგ აკობია ამბობს, რომ ავტოსადგურის დაბრუნება ძველ ადგილზე კანონიერ გზებით მოხდა. "ეს ავტოსადგური და მარშუტკები ჩვენი იყო. მძღოლები პირადად მე მოვიყვანე.  2003-2004 წლებში ეს მარშუტკები თვითნებურად გადაიყვანეს სვანეთის კოშკთან მდებარე ტერიტორიაზე. ეს მარშუტკები იყო ჩვენი და გადმოვიყვანეთ ისევ აქეთ",- ამბობს ვახტანგ აკობია. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. გარემოვაჭრეების თქმით, ისინი გუბერნიისა და გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს დღეებში კვლავ შეეცდებიან.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.