Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/abuladze.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სერიოჟა აბულაძე - მითხრან სად არის ჩემი შვილი, ცოცხალი ან მკვდარი (ვიდეო)
დღეს,ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზა 6 საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ამ გზით,მშობლები 2012 წელს გაუჩანერებული გოგიტა აბულაძის ადგილსამყოფელის გარკვევას მეორე წელია ითხოვენ,თუმცა უშედეგოდ. „გვითხრან სად არის ჩვენი შვილი, ცოცხალი ან მკვდარი!“ - აცხადებენ გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები. აქციის მიმდინარეობის დროს მათთან სასაუბროდ არავინ მისულა. თუმცა, შსს-ში გოგიტა აბულაძის და მანანა აბულაძე დაიბარეს. მანანა აბულაძემ რადიო „ათინათს“ განუცხადა,რომ მინისტრის მოადგილეს ვანო პაპიაშვილს შეხვდა, რომელმაც პირობა მისცა,რომ საქმის ხელახალ გამოძიებას დაიწყებს. „ისევ დროის წაღება უნდათ, ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა, დარწმუნებული ვარ გამოსაძიებელი არაფერი არ არის, ყველაფერი მშვენივრად იციან, უბრალოდ არ გვეუბნებიან“ - განაცხადა გაუჩინარებულის დამ. გოგიტა აბულაძის მშობლები ამბობენ, რომ საქმის ხელახალი გამოძიების დაპირება ირაკლი ღარიბაშვილისგან,მისი შსს მინისტრობის დროს მიიღეს. ცინარა აბულაძის თქმით, 2 აპრილს ღარიბაშვილის ზუგდიდში ვიზიტისას ის და მისი მეუღლე შსს-ში დაიბარეს,თუმცა,მათთვის იქ ახალი არაფერი უთქვამთ და როგორც ცოლ-ქმარი ფიქრობს,ისინი უბრალოდ პრემიერს გაარიდეს.    დღეს გამართული აქცია 15:00 სთ-ზე შეწყდა. გაუჩინარებული აბულაძის მშობლები აცხადებენ, რომ აქციებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან გააგრძელებენ. ცნობისთვის: გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. ის სახლიდან სასტუმრო „ანაკლიაში” წავიდა და შემდეგ არავის უნახავს. ოჯახის წევრებმა შვილის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ აღმოაჩინეს, სადაც ეწერა: „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ”. მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი იყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.