რუბრიკები
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსებში პრობლემები შექმნა
ქალაქ ზუგდიდში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში გადაუღებელი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა. ზუგდიდის ვიცე-მერის გია გულორდავას თქმით, ქუჯის, სტალინის, ჩიჩუასა და გამსახურდიას  ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან სახლებში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს სახურავიდან წყალი ჩაუვიდა. მისივე თქმით, ასევე დაიტბორა რამდენიმე სახლი ბერიას, გრიბოედოვის და გურამიშვილის ქუჩაზე. ამასთან, ქალაქის ვიცე-მერი აცხადებს, რომ ქუჯის ქუჩაზე მდებარე #10-ე კორპუსის სადარბაზოებში შესვლა სახიფათოა, რადგან, მისივე თქმით, კედელებს ფილები  დაშორდა და არსებობს მისი მოწყვეტის საშიშროება. „არსებობს საშიშროება, რომ ეს ფილები ჩამოვარდეს და ხალხი მოიყოლიოს. სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ გამაგრებითი სამუშაოები“, - თქვა  გია გულორდავამ. ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელებში დაიტბორა რამდენიმე სახლი, დაზიანდა ხიდ-ბოგირები ასევე, დაიტბორილია სახნავ-სათესი სავარგულები სოფელ ახალსოფელში. ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში კი დატბორილია ათობით საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთები და დაზიანებულია გზები და ხიდები.          
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.