რუბრიკები
ზუგდიდში კორეული კომპანიის წარმომადგენლებმა თეატრი და ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს
დღეს, ზუგდიდში კორეული კომპანიების  „SEOL&COMPANY“-ის და „ADEPT CONSULTING“-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ  ადგილობრივი ხელიუფლების წარმომადგენლებთან ერთად  შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ბოტანიკური ბაღის ტერიტორია დაათვალიერეს. კორეული კომპანიის წარმომადგენლები ზუგდიდში  სამეგრელო-ზემო სვანეთის  გუბერნატორის, ლევან შონიას მოწვევით იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით, კომპანია  „SEOL&COMPANY” -სთან  ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროექტებთან დაკავშირებით კორეული კომპანიის ეს შემადგენლობა ზუგდიდში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა. დღეს კი, მათ დეტალურად შეისწავლეს სარეაბილიტაციო ობიექტების მდგომარეობა. მოლაპარაკების სტადიაშია ასევე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ზუგდიდში. აღნიშნული პროექტების პარალელურად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს დადიანების სასახლის კომპლექსში ეკატერინეს სასახლის კვლევითი სამუშაოები. ამერიკის საელჩოს დაფინანსებით კი საპროექტო დოკუმენტაციას ქართული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ამზადებს. ასევე, მიმდინარეობს ნიკოს სასახლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის საფუძველზეც 2015 წელს დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.