რუბრიკები
Apple-მა ახალი iOS-ი და Apple Pay გამოუშვა
Apple-მა თავისი მობილური საოპერაციო სისტემის განახლებული ვერსია, iOS 8.1 გამოუშვა, რომელშიც დამატებულია ფუნქცია, რომ iPhone კომპიუტერს ან პლანშეტს დაუკავშირდეს და SMS-ების და MMS-ების მიღება იქ გახდეს შესაძლებელი. გარდა ახალი iOS -ისა, Apple-მა აშშ-ში მობილური საგადახდო სისტემა Apple Pay-იც გაუშვა, რომელსაც Visa, MasterCard, American Express და მრავალრიცხოვანი რითეილერები მიურთდნენ. საგადახდო სისტემით სარგებლობას შეძლებენ iPhone 6-ის და iPhone 6 Plus-ის მფლობელები და ასევე ახალი პლანშეტების iPad Air 2-ის და iPad mini 3-ის მომხმარებლებიც. iOS 8.1-ის დასაყენებლად 200 მეგაბაიტი თავისუფალი მეხსიერებაა საჭირო. Apple ჯერ არ ამბობს, როდის იქნება ხელიმისაწვდომი Apple Pay აშშ-ის ფარგლებს გარეთ. ამ სისტემასთან ახლა 220 ათასი რეალური მაღაზიაა მიერთებული ამერიკაში და მომავალი წლიდან აშშ-ში მომუშავე 500 ბანკის დამატება იგეგმება. Apple Pay-ის მეშვეობით გადახდებს მიიღებენ: McDonald’s-ი და Subway, American Eagle Outfitters-ი, Bloomingdales-ი და Macy’s, ავტოგასამართი სადგურები Chevron-ი და Texaco, სათამაშოების მაღაზიები Disney Store და Toys’R’Us -ი და მრავალი სხვა. სისტემა გამოდგება საცხოვრებლის დასაქირავებლად Airbnb-ზე და HotelTonight-ზე. Apple Pay-ის გამოსაყენებლად მომხმარებელმა უნდა დაარეგისტრიროს თავის საბანკო ბარათი. გადახდების წარმოება კი შესაძლებელია თითის ანაბეჭდების სკანერზე, Touch ID-ზე ავტორიზაციის გაკეთებით.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.