რუბრიკები
თურქული ბლითები სეზამის მარცვლებით
ინგრედიენტები: ფქვილი 520 გ რძე 300 მლ კარაქი 80 გ საფუარი 1 ჩ.კ მარილი 1 ჩ.კ შაქარი 5 ჩ.ლ თაფლი 3 ს.კ წყალი 300 მლ სეზამის მარცვლები 150 გ მომზადების წესი: საფუარი გახსენით თბილ რძეში. დაამატეთ შაქარი, გამდნარი კარაქი და მოურიეთ. შეურიეთ ფქვილი და მარილი ერთმანეთს, დაასხით რძე და მოზილეთ ცომი. იმდენ ხანს დაამუშავეთ, სანამ რბილი და ელასტიური არ გახდება. რაც უფრო კარგად მოზელთ, მით უფრო აფუკი გამოვა სიმიტი. აცალეთ ცომს აფუება. შემდეგ გაყავით 16 თანაბარ ნაწილად, მოაგუნდავეთ და 10-15 წთ დაასვენეთ. ამასობაში, გახსენით თაფლი ცხელ წყალში. დიდ თეფშზე დაყარეთ სეზამის მარცვლები. მსუბუქად დაასველეთ თაფლიანი სიროპით, რომ ცხობისას გამუქდეს და თეთრად არ დარჩეს. აიღეთ ცომის ორი გუნდა, თითოეული გაწელეთ და მიეცით გრძელი ფორმა, გადააწანით ერთმანეთს. ჩადეთ თაფლიან სიროპში 2-3 წუთით. შემდეგ ყველა მხრიდან ამოავლეთ სეზამის მარცვლებში, მიეცით ფორმა და დადეთ საცხობ ტაფაზე. ასევე გააკეთეთ დანარჩენი ცომითაც. დატოვეთ კიდევ 15 წთ. შემდეგ გამოაცხეთ 200-220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წთ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / მაისი 2026
სამეგრელოში მეთევზეობა მხოლოდ სამეურნეო საქმიანობა არ ყოფილა - იგი ხალხის რწმენას, კულტურასა და ყოველდღიურ ყოფას მჭიდროდ უკავშირდებოდა.
14 / მაისი 2026
საქართველო აღიარებულია ღვინისა და პურის წარმოშობის სამშობლოდ და დღეს აქტიურად განიხილება მისი თაფლის უძველეს სამშობლოდ აღიარებაც.
07 / მაისი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / მაისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.