რუბრიკები
ზუგდიდში მთავარი ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. 2 კმ-იანი რეაბილიტირებული გზა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა მოინახულა. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.  "ხუბულავას ქუჩა ზუგდიდში ყველაზე დიდი - 2 კილომეტრიანი ქუჩაა. ქუჩაზე გზის საფართან ერთად, გაკეთდა სანიაღვრე სისტემები. ამორტიზებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო, ზუგდიდის მოსახლეობას ხუბულავას ქუჩით გადაადგილება პრობლემას წლების განმავლობაში უქმნიდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები უსაფრთხო და კომფორტული გზით სარგებლობენ. აღნიშნული გზა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ანაკლიასთან, განმუხურთან და კიდევ 5 სოფელთან აკავშირებს. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელდა", - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.  პროექტის საერთო ღირებულებამ 4 მილიონი ლარი შეადგინა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.