რუბრიკები
ბობი კრისტინას მდგომარეობა უმჯობესდება!
ბობი კრისტინა ბრაუნის მამიდამ მედიას აცნობა, რომ მისი ძმიშვილის მდგომარეობა უკეთესდება და ის თვალებსაც კი ახელს. მიუხედავად იმისა, რომ ისევ სასუნთქ აპარატზეა შეერთებული, უბედური შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ გოგონა გარე ფაქტორებზე უმნიშვნელოდ რეაგირებს. შეგახსენებთ, რომ უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი აბაზანაში გონებადაკარგული იპოვეს. უკვე გამოირიცხა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედება. ეჭვობენ, რომ საქმეში ბობის შეყვარებულია გარეული, თუმცა ინფორმაცია და ბრალეულობა ოფიციალურად არ დასტურდება. კრისტინას ბებიას სურდა, შვილიშვილი მაშინ გამოერთოთ აპარატიდან, როცა უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებიდან ზუსტად სამი წელი გავიდოდა. ეს ორი დღის წინ იყო. საბედნიეროდ, ბობი ბრაუნი ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდა და გოგონაც ნელნელა უკეთ ხდება. ძალიან ბევრი ნიშანია იმისა, რომ კრისტინა კარგად იქნება! დიახ, ის კარგადაა მიუხედავად იმ ყველაფრისა, რასაც ინტერნეტში წერენ! ის თვალებს ახელს და რაღაცებზე რეაგირებს. ამ მომენტში ჩვენი გოგონა უკეთესადაა. ვეუბნებოდი, არავის არ ენდო-მეთქი, მაგრამ რას წარმოიდგენდა, ასეთი რამ თუ დაემართებოდა?! ნიკ გორდონზე ბევრი ეჭვი გვაქვს და ამ ეჭვებს თავისი მიზეზები აქვს! ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით… უბრალოდ, კრისტინა თავის თავს არასოდეს არაფერს დაუშავებდა იმიტომ, რომ მას სიცოცხლე საოცრად უყვარდა! მის ცხოვრებაში იმდენი კარგი რამ ხდებოდა… იმდენი რამ ჰქონდა წინ… ისეთი აღტაცებული იყო… არასოდეს ავნებდა თავის თავს. უცნობი რჩება გამოძიების დეტალები. რადიო "ათინათი"ყველა სიახლეს შეგატყობინებთ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.