რუბრიკები
მარტინ სკორსეზე მაიკ ტაისონზე ფილმს გადაიღებს
ჯეიმი ფოქსმა, რომელიც ფილმში მთავარ როლს შეასრულებს, რადიო Power 105-თან ინტერვიუში განაცხადა. ფოქსის თქმით, პროექტმა სტუდია Paramount-სგან დაფინანსება მას შემდეგ მიიღო, რაც მან და ტაისონმა ის სტუდიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე წარადგინეს. როგორც ფოქსმა აღნიშნა, სკორსეზე პროექტის ჩაშვებისთანავე სტუდიის პრიორიტეტული არჩევანი იყო. გადაღებების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მაიკ ტაისონი 1966 წელს დაიბადა. 1987-90 წლებში ის კრივში მძიმ წონის კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონი იყო. ტაისონმა სახელი გაითქვა სკანდალებით, როგორც რინგზე, ისე ცხოვრებაში. ის სასჯელს იხდიდა სილამაზის კონკურსის „შავკანიანი მის როდ-აილენდის“ გამარჯვებულის გაუპატიურებისათვის. 1997 წელს კი ორთაბრძოლისას უანდერ ჰოლიფილდს ყური მოაჭამა. მაიკ ტაისონმა თავისი კარიერის განმავლობაში 300 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 2003 წელ მოკრივე იძულებული გახდა თავი ბანკროტად გამოეცხადებინა. 2013 წელს მან გამოაქვეყნა ავტობიოგრაფია „აბსოლუტური სიმართლე“. რომელიც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა. ჯეიმი ფოქსი „ოსკარისა“ და ოქროს გლობუსის“ ლაურეატია ფილმში „რეი“ მომღერალ რეი ჩარლზის როლის შესრულებისთვის. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში “ჯანგოს გათავისუფლება“, „ალი“, „თანამოაზრე“, „კანონმორჩილი მოქალაქე“ და სხვა. ჯეიმი ფოქსს გამოშვებული აქვს ოთხი სოლოალბომი, ის ორჯერ იყო წარდგენილი „გრემის“ პრემიაზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.