რუბრიკები
ანჯელინა ჯოლის ოპერაცია გაუკეთეს
გასული წლის მაისში ანჯელინა ჯოლიმ საზოგადოება განაცვიფრა, როდესაც კიბოს პროფილაქტიკის მიზნით ორივე ძუძუ მოიკვეთა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა კიდევ ერთი სერიოზული ოპერაცია გაიკეთა - მას საკვერცხეები ამოკვეთეს. „მე შვილების გაჩენას ვეღარ შევძლებ და მომავალშიც რამდენიმე ფიზიკურ ცვლილებას ველოდები. საშვილოსნოს მილები და საკვერცხეები ამომაჭრეს, თუმცა საშვილოსნო დავიტოვე. არ მინდა, რომ რომელიმე ჩემი ნათესავი ამ ორგანოს დაავადებით იტანჯებოდეს“, - განაცხდა მსახიობმა The New York Times-სთან ინტერვიუში. ანჯელინა ჯოლის თქმით, კიბოს უჯრედების აქტივობის გამოსავლენი ტესტის შედეგები დამშვიდების საფუძველს არ იძლეოდა. სწორედ ამ შედეგებმა უბიძგა ვარსკვლავს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისკენ. „მე გავიარე ის, რასაც სხვა ათასობით ქალი გადის. ჩემს თავს პირობა მივეცი შემენარჩუნებინა სიმშვიდე, ვყოფილიყავი ძლიერი, ასევე არ მეფიქრა იმაზე, რომ შესაძლოა არ მეცოცხლა ჩემი შვილების გაზრდამდე და არ მოვსწრებოდი იმ დღეს, როდესაც ისინი შვილიშვილებს მაჩუქებდნენ“, - განაცხადა ვარსკვლავმა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ოპერაცია ყველაფერს არ შველის. „რა თქმა უნდა ყველანაირი რისკის აღმოფხვრა შეუძლებელია და ფაქტია ისიც, რომ მე სიმსივნის დაავადებისადმი მიდრეკილი ვარ, მოვძებნი ბუნებრივ საშუალებებს, რათა გავიძლიერო ჩემი იმუნური სისტემა“- აღნიშნა მსახიობმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.