რუბრიკები
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი გაიფიცა
დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალმა და პაციენტებმა დაწესებულებაში გაურკვეველი კომპანიის შესვლის მცდელობა გააპროტესტეს. ერთ-ერთმა პაციენტმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა. აქციის მონაწილეების განმარტებით, შენობა რამდენიმე წლის წინ კომპანია „ბლოკ ჯორჯიამ“ შეისყიდა, თუმცა მოგვიანებით ხელშეკრულება გაუქმდა და ახლა ეს კომპანია საავადმყოფოს მისაკუთრებას ცდილობს. „დღეს მოვიდნენ და განგვიცხადეს, რომ ახალი დირექტორი გვყავს და მადონა სართანია გათავისუფლებულია. ადმინისტრაციის ძირითადი ბირთვის შეცვლას გეგმავენ, საბოლოოდ კი დაწესებულების გაუქმება სურთ, რასაც არ დავუშვებთ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. დღესვე, როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ასევე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მადონა სართანია დაიკითხნენ. სართანია თაღლითურ სქემებზე საუბრობს და უცხო პირებისთვის საავადმყოფოს დათმობას არ აპირებს. მადონა სართანიას ცნობით, სწორედ მსგავსი ქმედებების გამო უკვე თვენახევარია, რაც „C ჰეპატიტის“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელება ფერხდება. რაც შეეხება, სართანიას მიერ დასახელებულ პირებს, რომლებიც ზემოთხსენებულ საქმესთან კავშირში არიან, მედიის წარმომადგენლები ვერ უკავშირდებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.