რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 მილიონამდე ლარით გაიზარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 859.3 ათასი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. აღნიშნული თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ორი ახალი პროექტისთვის - სოფელ ახალაბასთუმანის საავტომობილო გზის და სოფელ ყულიშკარის წყალმომარაგების რეაბილიტაციისთვის გამოიყო. კერძოდ, 450 ათასი ლარი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის, ხოლო 524 ათასი წყალმომარაგებას მოხმარდება. „ორივე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გამოყოფილი თანხის ერთი ნაწილით მთლიანად მოხდება სოფელ ყულიშკარის მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება, არც ერთი ოჯახი წყლის გარეშე არ დარჩება. ორივე პროექტზე მუშაობა წელს დაიწყება“, -უთხრა რადიო „ათინათს“ საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ. ამასთან, საკრებულოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი, სხვადასხვა პროექტებზე გამოცხადებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის შედეგად, 114.8 ათასი ლარით შემცირდა. მათ შორის გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაციიდან მიღებული ეკონომიით. ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი 21 მილიონ 494.3 ათასი ლარით განისაზღვრა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.