Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/BBCBD4F8-38FF-46D3-8114-E02150C55583_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
მოსკოვის განცხადების გამო, საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო TV 3-ის გადამღები ჯგუფის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყვეტ კავშირშია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მოვლენათა განვითარების თაობაზე. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 16 აპრილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტს. "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება მოკლებულია ყოველგვარ ლოგიკას. მიგვაჩნია, რომ სწორედ რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავება არის მორიგი პროვოკაცია. საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში არ შედის ქვეყანაში ვითარების დაძაბვა. აღნიშნულს ნათლად ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაციისკენ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე. ყოველივე ეს დასტურდება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯებით", - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავების ფაქტს და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველესად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს და ყველანაირად შეუწყოს ხელი ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლებას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.