Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/1393060158_ribaki.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
უკრაინის შსს - დეპუტატი რიბაკი სეპარატისტებმა მოკლეს
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარტია „ბატკივშჩინის“ წევრის, გორლოვკის საქალაქო საბჭოს დეპუტატ ვლადიმირ რიბაკის მკვლელობაში თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მომხრეების ხელი ურევია. მანამდე მილიციაში დაადასტურეს, რომ ვლადიმირ რიბაკის გვამი მდინარე ტორეცში, დაბა რაიგოროდოკთან კიდევ ერთ გარდაცვლილთან ერთად იპოვეს და რომ მათი სიკვდილის მიზეზი წამების დროს მიყენებული დაზიანებებია. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ორივე პირი მდინარეში უგონო მდგომარეობაში, ცოცხლები გადაყარეს. დეპუტატ ვლადიმირ რიბაკის გატაცების შესახებ განცხადება გორლოვკის მილიციაში 2014 წლის 17 აპრილს შევიდა. მოწმის ჩვენებით, რიბაკი ოთხმა პირმა ძალით ჩასვა ავტომანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. გატაცების მომენტიდან დეპუტატის მობილური ტელეფონი გამორთული იყო. 17 აპრილს, დღისით ვლადიმირ რიბაკი მონაწილეობდა გორლოვკის საქალაქო საბჭოს წინ გამართულ მიტინგში „ერთიანი უკრაინისთვის“. მიტინგის დასრულების შემდეგ დეპუტატი შენობისკენ დაიძრა, ქალაქის მერთან შესახვედრად. თუმცა, შენობაში შესვლაში მას ხელი შეუშალეს სეპარატისტებმა, რომლებთანაც შელაპარაკება მოუვიდა. გამოძიების მიმდინარეობისას ინტერნეტში აღმოჩენილი იყო ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც მოწმის ჩვენებას ადასტურებს. უკრაინის შსს-ში აცხადებენ, რომ დეპუტატ რიბაკის წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ სეპარატისტები, რომლებსაც ქალაქ სლავიანსკში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა აქვთ დაკავებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.