Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/paata-zakareishvili-filip-leforis-gantskhadebas-gamoekhmaura-1726.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
აფხაზეთში ახლა ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს – პაატა ზაქარეიშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, აფხაზეთში ახლა ძალაუფლებისათვის ბრძოლა მიმდინარეობს. ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა RTVI მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ,,ის ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში მოთხოვნებს აყენებენ, აცხადებენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებზე ზეწოლა უნდა განახორციელონ. ვფიქრობ, რომ 21–ე საუკუნეში ასეთი ღირებულებებით მანიპულირება კარგ შედეგებამდე არ მივა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს მთავრობამ, ბოლო პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ შეცვალა საკუთარი პოლიტიკა და დამოკიდებულება ქართულ –აფხაზურ ურთიერთობებში. მაშინ, როდესაც ჩვენ აფხაზებს დიალოგს და ყველა საკითხის განხილვას ვთავაზობთ, რომლის საშუალებაც მათ წინა მთავრობის დროს არ მიეცათ. იმ ფონზე, როდესაც გამყოფ ხაზზე მოხსნილია ყველანაირი დაძაბულობა, არ იკარგებიან ადამიანები და არ არსებობს რაიმე ეჭვი ტერორისტული აქტებისა, ეს კი ახალი ხელისუფლების პირობებში ხდება – ზუსტად 2012 წლის შემდეგ და არა მანამდე. ამ ფონზე, გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებზე ზეწოლა არაადეკვატურია და არ შეესაბმება შერიგებისა და კონფლიქტის მოგვარების განწყობას,“ – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი. მისივე თქმით, მოსკოვი აფხაზეთში საკუთარ წესებს ადგენს. ,,აფხაზეთში ახლა ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის. იქ პოლიტიკური ელიტა ჰომოგენურია. ამ ბრძოლებში ადგილობრივი მოსახლეობა არ უნდა იყოს ჩართული. იმედი გვაქვს, რომ იქ ვითარება დარეგულირდება და მოსახლეობას მინიმუმ, მიეცემა ისეთი ცხოვრების საშუალება, როგორც აქამდე იყო. მოსკოვი აფხაზეთში საკუთარ წესებს ადგენს. საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია. აფხაზეთი ჩვენ რუსეთის შუამავლობით გვეკონტაქტება,“– აღნიშნავს ზაქარეიშვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.