Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/06/10321723_284442528390694_3482634381129491668_o.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - აფხაზეთის მოვლენებიდან ჩანს რუსეთის პირდაპირი ჩარევა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში
აფხაზეთში განვითარებული მოვლენებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს არის რუსეთის პირდაპირი და ღია ჩარევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, შვეიცარიელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, მარგველაშვილი არ ფიქრობს, რომ ამ ფორმით იქნება მცდელობა საქართველოს დასჯის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის. "ის, რაც აფხაზეთში ხდება ჩვენ ამას ვაკვირდებით უაღრესი ყურადღებით, რადგან ეს არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიაა, არამედ იქ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები. მათი ინტერესების დაცვას ჩვენ ვართ მოკლებული ხელოვნურად. ამიტომაც, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით როგორ ვითარდება იქ სიტუაცია. ნათლად ჩანს, რომ ეს არის რუსეთის პირდაპირი და ღია ჩარევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არანაირად არ დაუკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას და არ იქნება საშუალება, რომლითაც თითქოს გვპასუხობენ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს, რომლის პოლიტიკური სპექტრიც გაერთიანებულია იმისთვის, რომ მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და ეს არჩევანი არის ნათლად გამოხატული. მე არ ვფიქრობ, რომ ამ ფორმით იქნება მცდელობა ამ არჩევანისთვის დასჯის", - აღნიშნა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, რა მოვლენებიც ვითარდება, სასარგებლო იქნება ეუთო-ს მონიტორინგის მისია. "სწორედ ამიტომ, ჩემს კოლეგასთან ვისაუბრე ეუთოს მონიტორინგის მისიაზე, როემლიც საინტერესო და სასარგებლო იქნება, რომ განხორციელდეს განსაკუთრებით ამ რთულ ვითარებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვგმობთ ასეთი ტიპის ჩარევას", - აღნიშნა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს არჩეული გზიდან ვერავინ გადაიყვანს. "ქართული საზოგადოება, ქართული პოლიტიკური სპექტრი, აბსოლუტურად გაერთიანებულია იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ მივდივართ, იმ გზაზე, სადაც გვექნება ახალი პოლიტიკური ეტაპი, რომელიც არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს ეტაპი გაგრძელდება. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან საქართველო იწყებს მუშაობას და მოძრაობას ევროკავშირის წევრობაზე. ეს გზა არჩეულია და ამ გზიდან ჩვენ ვერავინ გადაგვიყვანს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.