პოლიტიკა
ვახტანგ ყოლბაია რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმაურება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდეტის რაულ ხაჯიმბას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ენგურის მიმდებარე, 5 ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვა იგეგმება. ყოლბაიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას აფხაზეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება. მისი თქმით, გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიზეზად მოყვანილი უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არალოგიკური და საფუძველს მოკლებულია. "ხაჯიმბას განცხადების შესახებ აფხაზური მედიიდან შევიტყვე. რბილად რომ ვთქვა, გამიკვირდა, როცა ამ გადაწყვეტილების არგუმენტად ხაჯიმბას მოჰყავს საქართველოს მხრიდან თითქოსდა რევანშისტული განცხადებები. საიდან ან ვისგან გაიგო მან ასეთი განწყობის შესახებ. ეს არასწორი და ცილისმწამებლური განცხადებაა. ვის სჭირდება ყურით მოთრეული რევანშიზმი? როდესაც წყარო არ სახელდება, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უფრო აფხაზურ საზოგადოებაზე ინფორმაციული ზემოქმედების მექანიზმია. აღარაფერს ვამბობ კონიუნქტურაზე, რომელიც ამ განცხადებით ხაჯიმბას, როგორც პარტიული ლიდერის პოზიციების განმტკიცებას ემსახურება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან განცხადება აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გააკეთა. აამოქმედონ სრულად თავიანთი რესურსები (რუსების "დახმარების" გარეშე) აფხაზეთის ტერიტორიზე და სასაზღვრო- გამშვები პუნქტების გაუქმებით თავის გამოდება აღარ გახდება საჭირო. ხალხის ტანჯვა და ზედმეტად შეშინება არა მგონია ე.წ. ლიდერის პოზიციას წაადგეს. ამას წინააღმდეგობა აუცილებლად მოჰყვება, უწინარესად აფხაზების მხრიდან. არა მგონია დაძაბულობა დღეს რომელიმე მხარეს, მათ შორის, აფხაზებს აწყობდეთ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ერთია განზრახვა და მეორე მისი სისრულეში მოყვანა. ვფიქრობ, რაც დრო გავა, გადაწყვეტილებები უფრო პრაგმატული და რეალისტური გახდება, რომელიც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით, არ იქნება წამგებიანი აფხაზური მხარისთვის",- აცხადებს ყოლბაია. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მდინარე ენგურზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას და 6 "გამშვები პუნქტის" ნაცვლად, ერთის დატოვებას გეგმავს. სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, ეს განცხადება რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გააკეთა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.