პოლიტიკა
ლაშა ტუღუში - უმჯობესია, პარლამენტმა ვეტოს დაძლევაზე არ იფიქროს
უმჯობესია პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილების კორექტირება მოახდინოს და ვეტოს დაძლევაზე არ იფიქროს, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა , ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ტუღუშმა "ინტერპრესნიუსს" თემის კომენტირებისას განუცხადა.
ლაშა ტუღუში პრეზიდენტის მიერ ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას მიესალმება. "პრეზიდენტი გამოვიდა ხალხის ინტერესიდან და არა ზოგიერთი პოლიტიკოსივით კონიუნქტურული, პარტიული ინტერესიდან. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. თუ სამოქალაქო საზოგადოების ხმას, უცხოელი ექსპერტების ხმას ვერ ისმენენ, იქნებ, პრეზიდენტის ხმა მაინც მოისმინონ. კარგად წაიკითხონ პრეზიდენტის დასაბუთება და იქნებ, თავიანთი გადაწყვეტილების კორექტირება მოახდინონ", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული ვადები ადეკვატური არ არის, და ასეთი საჭირბოროტო საკითხების გაუთავებლად გადადება, რომელიც მთელ ქვეყანას ეხება, არ შეიძლება. "ამდენი ხანი რა ვერ გაარკვიეს სად უნდა იყოს ე.წ.გასაღები და სად უნდა იყოს ბაზები. ასევე პრეზიდენტის დაშანტაჟება - წინა დღეს რომ მიაწვდი და გინდა თუ არა, ხელი მომიწერე, იმიტომ რომ თურმე ქვეყანა დაიქცა, სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან პარალიზებული თუ შენ ხელს არ მომიწერ- ეს არის პასუხისმგებლიანი პოზიცია? ეს მიდგომა აბსოლუტურად გაუგებარია. პრეზიდენტს სამართალდამცავ ორგანოებთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა და მათ დალაპარაკების თხოვნით მიმართა, რომ არ იკადრეს და არ შეხვდენენ საქართველოს პრეზიდენტს, ეს სწორი მიდგომაა? მიკვირს რატომ ახმოვანებენ ასეთ პოზიციას ის ადამიანები, რომლებიც მართლა იმსახურებენ პატივისცემას", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა. საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დღევანდელი კონსტიტუციით გამარტივებულია, ამისთვის 76 ხმა არის საჭირო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.