პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სასტუმრო "თბილისი მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, ისინი ითხოვენ ანტიკორუფციულმა კომისიამ იმუშაოს პარლამენტში."ჩვენ გვაქვს ასეთი მოთხოვნა და ვაპირებთ ბიუროზე შევიტანოთ დადგენილების პროექტი, რომელიც მომზადებულია. წინასწარ გვინდა არასამთავრობო სექტორს ჩვენი მოსაზრებები გავაცნოთ, რატომ გვინდა პარლამენტში დროებითი ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიების შექმნა, ეს გვინდა იმიტომ, რომ კორუფცია, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, არის სისტემური, ამაში ჩართულია ყველა სახელმწიფო უწყება თითქმის უკლებლივ. ეს იმართება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან და ღარიბაშვილის ოჯახისგან. ჩვენ ვთვლით, რომ ვერც პროკურატურა, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტებს ვერ გამოიძიებენ, იმიტომ, რომ თვითონ არიან კორუფციის მონაწილე. ამიტომ, ვთვლით, რომ ასეთი ფაქტების გამოძიება უნდა მოხდეს პარლამენტში", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. დეპუტატმა კონკრეტული მაგალითები დაასახელა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" აზრით, კორუფციული ფაქტები იკვეთება. "ჩვენ რამდენიმე მაგალითი ჩავდეთ პროექტში. ეს არის ბათუმის პორტის საქმე, რომელიც გააკოტრეს სპეციალურად. ასევე უჩა მამაცაშვილის მონაწილეობა სოფლის პროგრამაში. ასევე რაჭაში უნიკალური ხე-ტყის მოჭრა ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.