პოლიტიკა
"იმედის"საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ
ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები ნანა ლეჟავას დანიშვნას განცხადებით გამოეხმაურნენ, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი. "ქრონიკის" თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია "იმედში",- ვკითხულობთ ჟურნალისტების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნანა ლეჟავა "ტელეიმედის" საინფორმაციო სამსახურს მაია თაბაგარის ნაცვლად უხელმძღვანელებს. უკვე ყოფილი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი  კი გენერალური დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებიდან გახდა ცნობილი. არხის ხელმძღვანელობას  საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ნანა ლეჟავა კი არხის ჟურნალისტებს უკვე შეხვდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.