მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა "ნახევრად ომის მდგომარეობა" გამოაცხადა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა "ნახევრად ომის მდგომარეობა" გამოაცხადა. "ბიბისის" ცნობით, მან ქვეყნის არმიას ომისთვის მზადყოფნის ბრძანება მისცა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან გუშინ ორმხრივი სროლა მოხდა. ჩრდილოეთ კორეამ ამ დრომდე არაერთხელ განაცხადა, რომ ის მიმართავს სამხედრო მოქმედებებს, თუ სეული ფხენიანის წინააღმდეგ პროპაგანდას არ შეწყვეტს. ჩრდილოეთ კორეა ყოველთვის მიმართავს მკაცრ რიტორიკას მაშინ, როდესაც სამხრეთ კორეასთან ვითარება იძაბება. გუშინ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღვაზე სროლა იყო. როგორც სეულში აცხადებენ, ცეცხლი თავდაპირველად ჩრდილოეთ კორეამ გახსნა. აღნიშნულს სამხრეთ კორეის მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. მომხდარის შემდეგ სეულმა სასაზღვრო რეგიონში მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია გამოაცხადა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ 1950-1953 წლების ომის შემდეგ ფაქტობრივად სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთს არაერთხელ გაუხსნეს ცეცხლი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.