ახალი ამბები
გაგრაში კორონავირუსით დაინფიცირებული ხანდაზმული ქალი უარს აცხადებს ჰოსპიტალიზაციაზე
გაგრის მცხოვრები ხანდაზმული ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას გაგრის რაიონის "ხელმძღვანელმა" ვლადიმირ ჯენიამ განუცხადა. მისი თქმით, 1925 წელს დაბადებული მარტოხელა მოხუცი პირველი ორი ინფიცირებულის კონტაქტია, ის იმავე სადარბაზოში ცხოვრობს. პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. 

კორონავირუსიით ინფიცირების პირველი შემთხვევა  7 აპრილს, გაგრის მცხოვრებს დაუდგინდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა.

გაგრის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი 8 აპრილს გამოცხადდა. სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. ამავე დღეს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.