მულტიმედია
გიგი სიჭინავამ ქართველი მედიკოსები დახატა (ფოტო)
15 წლის ზუგდიდელმა მხატვარმა გიგი სიჭინავამ ქართველი ექიმები დახატა. მათ შორის  თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი. 

გიგის ექიმების დახატვა დედამ, ნათია სახოკიამ შესთავაზა.

,,მისთვის ეს სახეები ძალიან ნაცნობია, რადგანაც ტელევიზიით ხშირად ხედავს, მას ეს ადამიანები ძალიან ეიმედება. პირველი ლევან რატიანი დახატა. მისთვის ძალიან მარტივია ადამიანები დაიჭიროს ხასიათში, მითხრა რომ თბილი სახე აქვსო რატიანს. გიგიმ იცის ეს ადამიანები რა პროფესიის არიან და მათ პაციენტებთან რომ უწევთ მუშაობა. ის მათ მიმართ ძალიან დიდ პატივისცემას გამოხატავს. იზოლაციში ყოფნა არ მინდა მისთვის მტკივნეული იყოს, მე უსიტყვოდ მესმის და ვგრძნობ რა უნდა მას, როგორ მივუდგე და ვიმუშაო მასთან’’, - გვითხრა გიგის დედამ.

ნათიას თქმით გიგიმ ეს პორტრეტები დღეს, სპონტანურად 10 – 15 წუთში დახატა, ნახატები კი ფანქარშია შესრულებული.

გიგი ყოველ დღე მუშაობს საკუთარ თავზე და დროის დიდ ნაწილს თავის სახელოსნოში ატარებს. ხვალიდან ის ინგლისურ - ქართულ ლექსიკონზე გააგრძელებს მუშაობას, რომელიც 400 - მდე სიტყვას მოიცავს და სასწავლო დანიშნულებისაა.
ინფექციონისტი - მარინა ეზუგბაია


საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი - ლევან რატიანი


იმუნოლოგი - თენგიზ ცერცვაძე


დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი - ამირან გამყრელიძე


იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი - პაატა იმნაძე

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.