PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/SAM_14471.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/SAM_14471.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/SAM_14471.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/11/SAM_14471.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
არსამთავრობო ორგანიზაციები და დევნილები ზუგდიდში დავით დარახველიძის ჩამოსვლას ითხოვენ (video)
21:09 / 16.11.2012
დევნილთა პრობლემებზე მომუშავე არსამთავრობო ორგანიზაციები და ზუგდიდის სხვადსხვა ობიექტებში თვითნებურად შეჭრილი დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის ზუგდიდში ჩამოსვლას ითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა- დისკუსია გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი არსამთვარობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ იყო.
შეხვედრას ერთ-ერთ ობიექტში თვითნებურად შესახლებული დევნილი ელზა ზოდელავაც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, მათ მიერ სხვადასხვა შენობების თვითნებურად დაკავების მიზეზი იმედი გახდა, რომელიც მათ ახალმა ხელისუფლებამ მისცა. მისვე განცხადებით ისინი იმ ფართების დაკანონებას მოითხოვენ რომლებიც ამჯამად აქვთ დაკავებული.
შეხვედრაზე დევნილებმა ასევე უკმაყოფილება გამოთქვეს დავით დარახველიძის მიერ 8 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მინისტრი ამბობს, რომ „თუკი დევნილების დაწესებულებიდან გამოსვლა ნებაყოფლობით არ მოხდება, მაშინ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება.
იურისტმა რუსუდან პაჭკორიამ განაცხადა, რომ თუ სამინისტო შენობის მესაკუთრეს უარს ეტყვის შენობაში კოლექტიური ჩასახლების არსებობაზე, მაშინ მას უფლება აქვს შენობის დაცლა მოითხოვოს, მაგრამ თავის მხრივ დევნილს აქვს უფლება სამისისტროს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მოსთხოვოს.
შეხვედრის ორგანიზატორმა, ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ განაცხადა, რომ მას აქვს ინფორმაცია ზუგდიდში არსებული დევნილთა სხვადასხვა ჯგუფების შესახებ, და ეძებენ შენობებს სადაც შეიძლება შესახლდნენ.
სამეგრელო-ზემოს სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა დევნილებს, არ აყვნენ პროვოკაციას, მან ასევე აღნისნა, რომ საჭიროა თითოეული დევნილის საქმე იქნეს შესწავლილი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები