საზოგადოება
საქართველოში კიბოს ორგანიზებული სკრინინგი იწყება
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყოველწლიური კვირეულის ფარგლებში, საქართველოში კიბოს ორგანიზებული სკრინინგი იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, ეროვნული სკინინგ-ცენტრისა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ განაცხადა, რომ  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამამ შესაძლოა,  მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაავადების გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩევნებლის 80%-ით შემცირებაში იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება კარგად ორგანიზებული, მაღალი ხარისხის და მოიცავს სამიზნე მოსახლეობის 60%-ზე მეტს. "სკრინინგის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან ფუნქციონირებს, წელს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, როდესაც ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით სკრინინგის ორგანიზებული ფორმა ინერგება. ამ კვირეულის ფარგლებში ჩვენი ძირითადი გზავნილი მოსახლეობისადმი არის ის, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება და სრული განკურნება დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია, თუ სამიზნე ასაკობრივი ჯგუფის ქალები სკრინინგის პროგრამაში რეგულარულად იქნებიან ჩართულები", - ამბობს ბაქრაძე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.