გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს, რომ მოსალოდნელია წვიმა. ხვალიდან კი აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ძლიერი წვიმა. კახეთში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს.დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში ხვალ მოღრუბლული ამინდი იქნება. ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექისას გაძლიერდება ქარი. ტემპერატურა ხვალ დასავლეთ საქართველოში +22 +27, აღმოსავლეთ საქართველოში +27 +32 თბილისში +29 გრადუსი იქნება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები