სოციალური კომისია ბენეფიციარების მდგომარეობას ადგილზე ეცნობა
11:39 / 04.06.2015
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, რომელიც ოთხ სამუშაო ჯგუფადაა დაყოფილი ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაცნობა უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინგირში, კახათსა და ახალკახათში ეცნობოდა ბენეფიციარების მდგომარეობას.სამუშაო ჯგუფების მიერ შემოწმდება ოჯახის, როგორც სოციალური პირობები ასევე სახლების ტექნიკური მხარე, დაზიანების ხარისხი და ექვემდებარება თუ არა სახლი რემონტს. მუშა ჯგუფების მიერ მოხდება კომისიის მიერ შემუშავებული სპეციალური განაცხადის ფორმის შევსება.ბენეფიციარების საყოფაცხოვრებო პირობების გადამოწმების პროცესს, გამგებლის წარმომადგნელი ადმინისტრაციულ ერთეულში დაესწრება. კომისიის მუშა ჯგუფები ინტერესთა სხვაობის გამო ოთხ ნაწილად დაიყოფიან და მუნიციპალიტეტის 48 სოფელში გადანაწილდებიან.უსახლკაროთა კომისია ბენეფიციარების მდგომარეობის შესწავლას ადგილზე ორ კვირაში დაასრულებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს 20 –მდე საცხოვრებელი სახლი აშენდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები