საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რომელიც რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად ინიცირებული სამთავრობო პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება. სამუშაო შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები