რუბრიკები
"ვეფხისტყაოსანი" ინგლისურად 16-მარცვლიანი შაირის ფორმით პირველად ითარგმნა
ინგლისურენოვანი მკითხველი პირველად შეძლებს ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის უნიკალური პოემის „ვეფხისტყაოსნის“ 16-მარცვლიანი შაირის ფორმით წაკითხვას, ისევე როგორც ორიგნილაშია. ბოლო 40 წლის მანძილზე, "ვეფხისტყაოსანის“ ახალი ინგლისური თარგმანი გამოვიდა, რომლის პრეზენტაცია 2015 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. ახალ გამოცემა მოამზადა გამომცემლობამ „პოეზია“. ”ვეფხისტყაოსანზე” მუშაობა მთარგმნელმა, პოეტმა და მწერალმა, ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო. პწკარედები შეასრულა პროფესორმა დოდონა კიზირიამ. გამომცემლობა „პოეზიის“ წარმომადგენლის ნატო ალხაზიშვილის თქმით, თარგმანის მომზადებაზე მუშაობა, დაახლოებით, 3-4 წლის წინ დაიწყო. „ქალბატონი ლინ კოფინი საქართველოში ჩამოვიდა 2011 წელს. ილიას უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. დაინტერესდა ქართული პოეზიით და დაიწყო თარგმნა. ქართული პოეზიის ანთოლოგია გამოიცა, რომელშიც შევიდა „ვეფხისტყაოსნის“ ლინ კოფინის ინგლისურად ნათარგმნი პროლოგი. მას მერე მე დავინტერესდი ამ თარგმანით. გადავწყვიტე ქალბატონ ლინს დავხმარებოდი ამ საქმეში. ლონდონში გუშინ ჩატარდა ამ თარგმანის პრეზენტაცია. ლონდონის მაღაზიებშიც არის. მე მაინც მგონია, რომ, ძირითადად, მაინც საქართველოში გაიყიდება. თუმცა ხელმისაწვდომი საზღვარგარეთაც იქნება. სულ 3 ათასი ეგზემპლარი გამოვეცით. 40 წელია, „ვეფხისტყაოსნის“ არანაირი თარგმანი არ გამოსულა. 1977 წლიდან. ეს თარგმანი კიდევ იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ შაირის ფორმაშია გაკეთებული. როგორც რუსთაველმა დაწერა იმავე ფორმითაა ნათარგმნი. მანამდე 4 თარგმანი იყო ინგლისურად, 3 -პროზაში, 1 - პოეზიის ფორმაში. ეს არის ზუსტად ისე, როგორც დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს არის უნიკალური მოვლენა ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში“, - განაცხადა ნატო ალხაზიშვილმა. ქართული ფილმის IV ფესტივალის ფარგლებში, „ვეფხისტყაოსნის“ ახალ თარგმანთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერს ლონდონში გაიმართა გამოცემის განხილვა, რომელშიც, მთარგმნელი ლინკ კოფინის გარდა, მონაწილეობას იღებდნენ მწერალი აკა მორჩილაძე და მთარგმნელი-ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი. შეგახსენებთ, რომ "ვეფხისტყაოსნის" პირველი თარგმანი ინგლისურად მარჯორი სკოტ უორდროპმა შეასრულა პროზაული ფორმით. ეს თარგმანი პირველად 1912 წელს გამოქვეყნდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.