პოლიტიკა
მოქალაქეები დაუბეგრავი მინიმუმის უკანონოდ მიღებისთვის დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შემოსავლების სამსახურთან ერთად 4 მოქალაქე დაუბეგრავი მინიმუმის უკანონოდ მიღების ფაქტზე დააკავა. 5 მოქალაქის წინააღმდეგ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. უწყების ცნობით, აღნიშნული პირები დაუბეგრავი მინიმუმის აღებას თაღლითური ქსელით აპირებდნენ. ამ საქმეში მათ 1700-ზე მეტი ადამიანი ჰყავდათ ჩართული. საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა. "გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო - შპს „პრო მაშინი“-ს ბუღალტერი ნანა მ. მისი ყოფილი მეუღლე გრიგოლ ძ. და მათი მეგობარი ზურაბ ვ. ე.წ. „დაუბეგრავი მინიმუმი“-ს პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ, ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს. ამის შემდეგ, ამ მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ ე.წ. „დაუბერგავი მინიმუმი“-ს სახელმწიფოს კუთვნილ თანხას", - განაცხადეს უწყებაში. საქმის დეტალებზე სამინსიტროში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამხურების წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათ აღნიშნეს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო უწყებას არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა ბედი ეწევა იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც აღნიშნულ სქემაში იყვნენ ჩართული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.