პოლიტიკა
შენგელია მერიაში საკადრო ცვლილებებზე: მოვიფიქრებთ, როგორ ჯობია
ზუგდიდის ახლად არჩეული მერი გიორგი შენგელიას, რომელიც ამ დრომდე პირველი მოადგილის მოვალეობას ასრულებს, ვიცე-მერს დანიშნავს. ამის შესახებ შენგელიამ რადიო „ათინათს“ თავად უთხრა. მისივე თქმით, მერის მოადგილის თანამდებობას მაიზერ ნანავა შეინარჩუნებს. რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, შენგელიამ აღნიშნა, რომ, ჯერჯერობით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„იმდენად დაძაბული სამუშაო რეჟიმი გვქონდა, რომ ფიზიკურად არ იყო შესაძლებლობა, ამაზე გვეფიქრ. გუნდში ვისმჯელებთ და მოვიფიქრებთ, როგორ ჯობია. რამდენიმე პოზიცია იყო ვაკანტური და მათ გარდა, სხვა მიმართულებით, კონკრეტული პოზიცია არ მაქვს, მაგრამ ჩამოვყალიბდებით უახლოეს მომავალში. მთავარია, რომ შერჩევის კრიტერიუმი იქნება პროფესიონალიზმის, საქმის ცოდნა და კეთილსინდისიერება“, - თქვა შენგელიამ.

19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმების 54%-ზე მეტი მიიღო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.