სპორტი
„ზუგდიდის“ ყოფილ ფეხბურთელებს მერია დავალიანებას აუნაზღაურებს
საფეხბურთო კლუბის ზუგდიდის „ზუგდიდი“ ყოფილ ფეხბურთელებს ქალაქის მერია დავალიანებას აუნაზღაურებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

კლუბის ყოფილმა ფეხბურთელებმა შუამდგომლობის თხოვნით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს. რის შემდეგ, მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, კლუბის ხელმძღვანელობამ მერიას მიმართა.

„ყოფილი ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც გუნდში 2015 წლის მაისამდე თამაშობდნენ, 1 თვის დავალიანება გვქონდა. ამის ასანაზღაურებელი თანხა კლუბს გააჩნია, რადგან ჩვენი ბიუჯეტი ფედერაციის ერთიან ფონდშია მოქცეული და იქიდან გასული წლის დავალიანების დაფარვა ვერ მოხდებოდა“, - აღნიშნა რადიო „ათინათთან“ საუბარში კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა.

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს ბიუჯეტში კლუბისთვის 1 მილიონ 200 ათასზე მეტია გათვალისწინებული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.