რიწის ტბაზე, 10 თებერვალს, „ანტიტერორისტული წვრთნები“ გაიმართება. მასში რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ხელმძღვანელმა რობერტ კიუტმა განუცხადა.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში „სამუშაო ვიზიტის“ ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა და დიპლომატის დღე მიულოცა.
"წელს შეირჩევა შესაბამისი კომპანია და დაუყოვნებლივ დაიწყება ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაშიც სახელმწიფო თავადაც მრავალმილიონიან ინვესტიციას ჩადებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა
იანვარში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთნ ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში შეიტანა „კანონპროექტი“ „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“.
აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორი და ბუღალტერი საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე დააკავა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
მარტვილში ერთ-ერთი კავშირგაბმულობის ანძა წაიქცა და დაეცა 9 აპრილის გმირის აზა ადამიას საფლავს, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა სახურავი. ამის შესახებ რადიო "ათინათს" აზა ადამიას ოჯახის წევრმა უთხრა.
დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება ზუგდიდი-თბილისის (№ 869) და თბილისი-ფოთის (874) რეისები. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
გადაცემაშისაუბარია მუზეუმის 2023 წლის ანგარიშზე, მათ შორის, 152 ახალ ექპონატზე, რომელიც დაემატა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტქტურული მუზეუმის ფონდებს.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.