ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ქალაქ ზუგდიდის ნაწილის გენერალური გეგმის შედგენაზე მუშაობს.
ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიაში სოფლების იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მოსკოვში, ჩერქეზეთსა და სტამბოლში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას „აბხაზია ინფორმი“ აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის ცენტრში მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაკაცი იპოვა, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მიგარიის კირქვულ მასივებზე ქართულ-პოლონურ სპელეოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. სპეციალისტებმა მიგარიის მასივზე არსებული მღვიმეები და უფსკრულები შეისწავლეს, ასევე მიკვლიეს ახალ კარსტულ შახტებს და უფსკრულებს.
კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს ცნობილ ესთეტიკურ ინოვაციების საერთაშორისო კლინიკათა ქსელს - „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.
ზუგდიდში, ყოფილი კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე, ჩოგბურტის მოედნების მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესახებ
„მწვანე ალტერნატივის“ და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ბანკებს ნენსკრა ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერილი პეტიცია გადასცეს. შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.