დღის ყველა სიახლე
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე არსებული ე.წ.საჯვაროს ხიდი, ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ გაიხსნა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.
15:23 / 23.02.2019
სრულად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში ადგილობრივებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
13:30 / 23.02.2019
სრულად
ზუგდიდის მერის მოადგილის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს ექვსი საბავშვო ბაღი აშენდება. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის
12:44 / 23.02.2019
სრულად
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი მედია საშუალება „გალ ტვ“ რადიო „ათინათის“ მიერ მომზადებულ მასალას

გამოეხმაურა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დასტირის მავთულხლართებით ორად გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია მიცვალებულს ოტობაია - ორსანტიას გამყოფ ხაზთან.

მათი თქმით, საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემას საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს „ აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვართან“.

მათივე განცხადებით, ქართული მედიასაშუალებები ახორციელებენ პროვოკაციულ აქციებს, რომლებშიც ისინი „სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში ბრალს სდებენ აფხაზურ მხარეს, მაშინ როდესაც ადამინისტრაციულ საზრვარზე მიმოსვლას დე ფაქტო რესპუბლიკაში მიღებული „კანონი სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ არეგულირებს.

„მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ ქართული მხარე არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, საქართველოს მოქალაქეებს ეზღუდებათ აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის კვეთა მოქმედი საკონტროლო გამშვები პუნქტების შემოვლით“, - წერს „გალ ტვ“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლებამ ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 2017 წლის 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. მას შემდეგ აფხაზეთში მიმოსვლა მხოლოდ ენგურზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით არის შესაძლებელი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა მოქალქეებს დროებითი ბინადრობის მოწმობით ან გარკვეული თანხის გადაიხდის სანაცვლოდ შეუძლიათ.


ამავე თემაზე: 

მინისტრი: „ათინათის“ მიერ გავრცელებული კადრები არაადამიანური მოპყრობის ღია მაგალითია

ვახტანგ ყოლბაია ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესიის გამართვის ფაქტს გამოეხმაურა

კადრები გაღმა ნაპირიდან - მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია

მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია - მიცვალებული აფხაზეთში სამეგრელოდან დაიტირეს (ფოტო-ვიდეო)
12:33 / 23.02.2019
სრულად
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგარხარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
12:18 / 23.02.2019
სრულად
ზუგდიდის სკეიტ პარკში ყინულის სასახლე დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიაში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
21:10 / 22.02.2019
სრულად
არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა  ზუგდიდის სკეიტ პარკის მიმდებარედ ყინულის სასახლის ადგილას სასტუმროს შესაძლო აშენებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სამხარეო ადმინისტრაციაში
21:17 / 22.02.2019
სრულად
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, მერის მოადგილემ გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ სოფელ ჩხორიაში
20:29 / 22.02.2019
სრულად
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს და განმარტებებს აკეთებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „მინისტრის საათის“
20:14 / 22.02.2019
სრულად
ზუგდიდის მერიის ააიპ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრისთვის, შესაძლოა, ახალი ტრანსპორტი შეიძინონ.
17:59 / 22.02.2019
სრულად
ზუგდიდის მერიის ააიპ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრისთვის", შესაძლოა, ახალი ტრანსპორტი შეიძინონ.
17:59 / 22.02.2019
სრულად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ "კეთილმოწყობის ცენტრის" სასაფლაოების მართვის განყოფილების უფროსი მალხაზ ფარცვანია მერიას სასაფლაოს მოსაწყობად გარკვეული ტერიტორიის გადმოცემის
17:45 / 22.02.2019
სრულად
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის დიმიტრი ფაცაციას თქმით, ააიპ-ის ბიუჯეტიდან, რომელიც დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს 2 მილიონ 196 ათასი ლარი ხელფასებზე
16:53 / 22.02.2019
სრულად
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.