ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
პანდემიის პირობებში აფხაზეთში წარმოებული მარწყვი ექსპორტზე გაიტანეს (ფოტო/აუდიო)
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ფერმერმა და მეწარმემ ბატალ ავიძბამ შეუფერხებლად მოახერხა პროდუქციის წარმოება და რეალიზება. მის მეურნეობაში, რომელიც დრანდაში, 14 ჰექტარზეა განთავსებული, მარწყვის სათბურებია მოწყობილი, სადაც დღეში 2500 კგ - მდე კენკრას კრეფენ.

„ადრე ბულგარული წიწაკა მოგვყავდა, პომიდორი სხვადასხვა ჯიშის. ამ ყველაფერს ვაკეთებდით და შიდა ბაზარს ვამარაგებდით, მაგრამ, რაკი რუსულ ბაზარზე გვინდოდა გასვლა, სწორედ მარწყვი აღმოჩნდა მოთხოვნადი თემა, შეიძლება ითქვას, ვიპ პროდუქტი, და ჩვენი ამოცანაა, ასე თუ ისე, აფხაზეთის რეკლამირება. ნელ - ნელა ვახერხებთ კიდეც ამას“, - ამბობს ბატალ ავიძბა.

მარწყვი, რომელსაც ახლა კრეფენ, 8 თვის წინ დარგეს. გვიან შემოდგომაზე დანარჩენ 8 ჰექტარზე გაშენებული კენკრის მოსავალს მოიწევენ. წელს რუსეთის ბაზარზე 120 ტონამდე მაღალი ხარისხის პროდუქტი გაიტანეს, შარშან ამ დროს, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 13 ტონას შეადგენდა. "ვგეგმავთ, კიდევ 200 ტონა გავიტანოთ, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ვფიქრობ, შევძლებთ ამის გაკეთებას. მომავალ წელს უფრო მეტი უნდა გავიტანოთ. სულ 14 ჰექტარზეა ჩვენი სათბურები განთავსებული და მომავალი წლისთვის, ამ ფართობის 30 ჰექტრამდე გაზრდას ვგეგმავთ, თუ ჩვენი ტერიტორია გავაფართოვეთ, არა მარტო რუსეთის სამხრეთზე, ციმბირზეც გვაქვს გათვლა“, - ამბობს მეწარმე.

დრანდაში წარმოებული მარწყვი ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება. სოხუმის სავაჭრო ობიექტების დახლებზე წელს უკვე გამოჩნდა კოხტა ყუთები, წარწერით: "აფხაზეთი". მოსახლეობის დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ ადგილობრივ პროდუქციას ანიჭებს, გემოვნური თვისებებისა და ხარისხის გამო. ამ ეტაპზე ბატალ ავიძბას სასათბურე მეურნეობაში ასამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქამებული, რომელიც სხვადასხვა სამუშაოს სეზონურად ასრულებს. პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, წარმოების გაფართოებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც გეგმავს.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.