ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
როგორ უმკლავდებიან კორონავირუსს აფხაზი მედიკოსები და იცავენ თუ არა რეკომენდაციებს მოქალაქეები (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი საახალწლო დღესასწაულების შემდეგ კიდევ უფრო მეტი იქნება. ტესტირების შედეგებით, გამოკვლეულთაგან ყოველ მესამე კორონავირუსი უდასტურდება. ამ პირობებში, ექიმები სრული დატვირთვით, გადაუდებელი დახმარების რეჟიმში მუშაობენ. როგორც განმარტავენ, სამუშაო გრაფიკი მძიმეა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფილია კოვიდდადებითი პაციენტებისთვის აუცილებელი პრეპარატებით და ამ მხრივ, პრობლემები არ ექმნებათ. "გვაქვს ყველა საჭირო პრეპარატი. მაგალითად, ანტიკოაგულანტები, ფრაქსიპარინი, რომელსაც ყველა პაციენტს ვუკეთებთ მუცელში. არ გვაქვს მხოლოდ ძალიან ძვირადღირებული მედიკამენტები, რომლებსაც საგანგებო სიტუაციაში ვიყენებთ. მაგალითად ისეთები, როგორიცაა აქტემრა და მსგავსი მედკიამენტები", - ამბობს ექიმი - თერაპევტი მაკტინა ჯინჯოლია.

თუ პანდემიის დასაწყისში აფხაზეთის არცერთი საავადმყოფო არ იყო აღჭურვილი ცენტრალიზებული ჟანგბადის მომარაგებით, დღეს გუდაუთასა და სოხუმში არსებულ კოვიდ ცენტრებში ეს სისტემა გამართულად მუშაობს.  

გარდა ამისა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი, მძლავრი გენერატორი დამონტაჟდა, რაც ოქსიგენერატორების გამოყენებას უშუქობის პირობებშიც შესაძლებელს ხდის. "ოქსიგენერატორები გენერატორზე უკეთ მუშაობენ, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში მოწოდებულ ელექტროენერგიაზე, რადგან ძაბვა უფრო მაღალია. თუმცა, მათი მუდმივად გამოყენება არ შეგვიძლია, რადგან ძალიან ძვირი ჯდება", - ყვება მედიკოსი.

თერაპევტ ლადა ჩუბუკოვას თქმით, აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები სწრაფად იმატებს. მისი პროგნოზით, პანდემია, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. "სამწუხაროდ, დრო უჩვენებს, რომ ჩვენთან საშუალო ასაკის და ახალგაზრდა ადამიანებიც შემოჰყავთ. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი შემთხვევების გამოვლენა მასობრივად გრძელდება, პანდემია, კიდევ თვეზე მეტ ხანსაც გაგრძელდება აშკარად.  ეს ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩება", - ამბობს ლადა ჩუბუკოვა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ძირითადად, ის პაციენტები არიან მოთავსებული, ვინც სახლის პირობებში ჩატარებული 10 - 12 დღიანი თერაპიის შემდეგ ვერ დაამარცხეს ვირუსი და გართულებული მდგომარეობის გამო სამედიცინო დაწესებულებას მიმართავენ. "თავდაპირველად 37 მქონდა სიცხე, თანაც 1-2 დღე მხოლოდ. დისტანციურად ვმკურნალობდი, კოვიდ ცენტრში დავდიოდი გადასხმებზე. ერთი კვირის შემდეგ კი 39 გრადუსამდე აიწია სიცხემ. ცუდად ვიგრძენი თავი, საავადმყოფოში მომიხდა დაწოლა", - ყვება სოხუმის ინფექციურის ერთ-ერთი პაციენტი ლეონიდ პაჭკორია.  

მან არ იცის, სად დაინფიცირდა. ბევრს კი არც სურს ამ თემაზე საუბარი, თუმცა, მიკროფონის გარეშე, პირად საუბარში, რესპონდენტები აღიარებენ, რომ მასობრივ ღონისძიებებს დაესწრნენ. ახლა თავად დაჟინებით ურჩევენ სხვებს, რომ თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს და ნიღბები ატარონ.
"ეს საშინელი დაავადებაა. არც კი ვიცი, როგორ გადავიტანე პირველი დღეები. ჯერაც ცუდად ვგრძნობ თავს. დიდი სიფრთხილეა საჭირო. თუ ვინმეს ნიღაბი არ უკეთია, შენ მაინც აუცილებლად უნდა ატარო", - ამბობს სოხუმის ინფექციურის კიდევ ერთი პაციენტი.

ასეთ ვითარებაში ექიმებსა და მედპერონალს, ძირითადი საქმიანობის გარდა, პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა უწევთ. მათი თქმით, არიან ინფიცირებულები, რომლებიც ადეკვატურად არ აღიქვამენ თავის მდგომარეობასა და მკურნალობას. "ბევრი პანიკაში ვარდება, არაადეკვატურად იქცევა, აგრესიულებიც არიან. ვცდილობთ როგორღაც დავამშვიდოთ ისინი. საერთო ენა გამოვნახოთ მათთან", - ამბობს ექთანი აიდა ლასურია.
აფხაზი მედიკოსები პირველად აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც 24 საათიანი დახმარება არა მარტო პაციენტებს, არამდე კოლეგებსაც დასჭირდათ. ექიმების და მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევები სულ უფრო ხშირი ხდება. ბევრმა მათგანმა, უკვე დაამარცხა ვირუსი და მუშაობის მძიმე გრაფიკს დაუბრუნდა.

ყოველდღიურად აფხაზეთში, კორონავირუსისგან პაციენტის გარდაცვალების საშუალოდ 1 შემთხვევა ფიქსირდება.  ამავე პერიოდში 500-მდე ადამიანი გადის ტესტირებას, მათგან, დაახლოებით 100-ს კოვიდ - 19 უდასტურდება.  

მიუხედავად გაუარესებული ეპიდვითარების და ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაციებისა, მოქალაქეების უმრავლესობა ნიღბებს არ ატარებს. რესპუბლიკაში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია, თუმცა, რესტორნები განაგრძობენ მუშაობას. დახურულია სკოლები და ბაღები, მაგრამ კერძო სასწავლო - სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი მაინც გრძელდება.


მასალა მომზადებულია გადაცემა
"Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.