რეგიონი
მარტვილის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ძაღლები გააჩუქეს
ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიიდან ორი ძაღლი -აზიური ნაგაზი "ბასარა" და ინგლისური ბულდოგი "ლორდი" მეუფე გრიგოლის ნებართვით გააჩუქეს. შინაური ცხოველები ჟურნალისტმა და ოპერატორმა წაიყვანეს. იღუმენია თამარ გამყრელიძე ამბობს, რომ ისინი 10 წლის წინ ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ჯერ კიდევ ლეკვობის დროს აჩუქეს. თავად მეუფე პეტრემ ეპარქიიდან მხოლოდ ერთი ძაღლის, კანე კორსოს წაყვანა შეძლო. კიდევ ერთი ძაღლი გერმანული ნაგაზი კი ბერებმა მონასტერში წაიყვანეს.

"ყველა აქ არის გაზრდილი. ჯერ კიდევ ლეკვები იყვნენ მეუფე პეტრეს, რომ აჩუქა მრევლმა. თავის ხელებით კვებავდა მათ. ყველას წაიყვანდა ამის შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს, მაგრამ სად უნდა წაიყვანოს, როდესაც თვითონ არ იცის სად გაჩერდება. გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, წაიყვანონ ისინი და მოუარონ. ეს ყველაფერი მოხდა, მეუფე გრიგოლის ნებართვით. უთქვამს, ვისაც აქვს სურვილი წაიყვანოსო", - თქვა იღუმენია თამარმა.

ჭყონდიდის რეზიდენცია, მღვდელმთავრობიდან განყენებული მეუფე პეტრე ცაავასთან ერთად, მონაზვნებმაც დატოვეს.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
გადაცემის თემა - COVID-19 - ის პრევენცია და რეაგირება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2019 წლებში 117 სოციალური სახლი აშენდა. წელს დამატებით 24 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი აუშენდება.
"ქართული ოცნების" ზუგდიდის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად
კორონავირუსი
მოსწავლეებისა და მასწავლებლის დაინფიცირების გამო ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 87 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გასულ თვეში დაუდგინდა, გუშინ, 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
ახალი კორონავირუსის 39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 29 კი ცხელებით და სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა გამოვლინებებით მოთავსებული პაციენტი.
საზოგადოება
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 32% კი ფიქრობს, რომ განვითარება არასწორი მიმართულებით ხდება.
ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.