მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შინ მოვლის პროგრამა იწყება (ვიდეო)
14:14 / 05.04.2017
ზუგდიდის სოფლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა, ჩეხურ
ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ დაფინანსებით, მარტოხელა
ხანდაზმულთათვის შინ მოვლის
პროგრამას განახორციელებს. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის
გოგი რევიას თქმით, აღნიშნული პროექტით, რომლის ღირებულება,
დაახლოებით, 24 ათასი ლარია, დასაწყისისთვის 30 ბენეფიციარი
ისარგებლებს. მისივე განმარტებით, შინ მოვლის პროგრამა სახლ-კარის
დასუფთავებას, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში დახმარებას, ექიმის
ვიზიტებს და სხვა მომსახურებას მოიცავს.
,,ხანდაზმულთათვის აქამდეც ხორციელდებოდა სხვადასხვა პროგრამა,
რომლებიც, ძირითადად, ერთჯერად დახმარებას გულისხმობდა. შინ მოვლის
პროგრამის ლატვიის მოდელი ვნახეთ, რომელიც ძალიან მოგვეწონა. ამ
პროგრამას დავუმატეთ ჩვენი მიმართულებები და საბოლოოდ მივიღეთ კარგი
იდეა. ამ პროექტის 30%-ს გამგეობა აფინანსებს“, - უთხრა
რადიო,,ათინათს’’ უთხრა გოგი რევიამ.
პროგრამის ფარგლებში გამგეობა სპეციალურ ტრანსპორტს გამოყოფს, რომელიც
საჭირო ინვენტარითა და მოწყობილებებით იქნება აღჭურვილი.
„იმოძრავებს ტრანსპორტი, რომელშიც იქნება სარეცხი მანქანა,
სათიბი აპარატი, სახერხი... ასევე, შედის ექიმის მომსახურება. როდესაც
მანქანა მარტოხელა მოხუცის სახლში მივა, ეს ნიშნავს, რომ მას უნდა
დაუსუფთავდეს სახლი და გაეწიოს ყველანაირი საჭირო დახმარება. დღის
ბოლოს ბენეფიციარის სახლ-კარი სუფთა, მოწესრიგებული უნდა იყოს", -
აღნიშნა რევიამ.
ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ საველე
კოორდინატორი ანა ქოჩუა ამბობს, რომ პროგრამა მდგრადია და ის
მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
,,ეს იქნება ხანდაზმულთა მიმართებაში ჩვენი მზრუნველი მობილური ჯგუფის
შექმნა, რომელიც შემდგომში გადავა მუნიციპალიტეტის იმ პროგრამულ
მიმართულებებში, რომლებსაც ის ახორციელებს სოციალურ მოწყვლად
ადამიანებთან მიმართებაში,’’- აღნიშნა ქოჩუამ.
მისივე თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2016 წლის მაისში გამგეობაში
მრჩეველთა საბჭო შექმნა, რომელმაც შეიმუშავა სტრატეგია, თუ როგორი
უნდა იყოს სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მუშაობა.
შემდგომ კი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად საგრანტო კონკურსი
გამოაცხადა. წარდგენილი 13 განაცხადიდან ჯამში 4 პროექტი დაფინანსდა.
მათ შორის, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შინმოვლის პროგრამა.
საერთაშორისო ორგანიზაცია PIN პროექტს ზემოაღნიშნულ პროგრამას
ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით
ახორციელებს. მისი მიზანია მოწყვლადი კატეგორიებისთვის სხვადასხვა
სერვისების დანერგვა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები