ახალი ამბები
უწყლოდ დარჩენილი დევნილები დახმარებას პრემიერსა და სახალხო დამცველს სთხოვენ
ზუგდიდში, თაბუკაშვილის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ოჯახები წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ. ისინი ამ წუთებში დასახლების ეზოში არიან შეკრებილები და წყლის მიწოდების შეწყვეტას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, სამი დღეა, წყალი არ აქვთ, თუმცა მიზეზი არ იციან.

„ისედაც უვარგისია ეს წყალი და ახლა, მესამე დღეა, საერთოდ უწყლოდ ვართ. ყურადღებას არ გვაქცევენ. მივმართავთ პრემიერ კვირიკაშვილს, სახალხო დამცველს, რომ ჩამოვიდნენ და მოგვაქციონ ყურადღება, გაარკვიონ, რა ხდება“, - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.



დავალიანების 20 000 ლარის გამო დევნილებს წყლის მიწოდება, რამდენჯერმე შეუწყდათ. მაშინ რამდენიმე მათგანი უბნის მაჟორიტარ დეპუტატთან მამუკა ყურაშვილთან ერთად აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას შეხვდა. ჩილაჩავამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ დევნილთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრისთვისაც ცნობილია და უწყება წყალკანალთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავის მხრივ, წყალკანალში
რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ დოკუმენატაცია მზადდება, რის შემდეგაც დასახლებას კომპანიის ბალანსზე აიყვანენ.

მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დევნილთა დასახლების საკუთარ ბალანსზე აყვანის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს საკითხი უახლოეს დღეებში დაზუსტდებოდა, თუმცა, ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის აიყვანს აღნიშნული კომპანია დასახლებას საკუთარ ბალანსზე.


ამავე თემაზე:

წყალკანალის მიერ დევნილთა დასახლების ბალანსზე აყვანის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა

თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები 20 000 ლარის ოდენობის დავალიანებას აპროტესტებენ (ვიდეო)




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.