გოგია: ვიცით აუტისტი ბავშვი და სწორედ იმ დაკეტილი კარიდან უნდა შესულიყო (ვიდეო)
17:30 / 28.12.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მე-15 ბაღში მომხდარ
ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე
განცხაება კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ
დარბაზში შესასვლელი სხვა კარები ღია იყო, ბავშვი იქ სწორედ იმ კარით
უნდა შესულიყო, რომელიც დაკეტილი დახვდა.
„ვერ შევიდა იმ კარიდან, რომელი კარიდანაც ყოველთვის შედიოდა, აუტისტი
ბავშვია, ვიცით ჩვენ და იმ კონკრეტული კარიდან უნდა შესულიყო“, -
აღნიშნა გოგიამ და დასძინა, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.
მერის თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონის წინაშე პასუხს
აგებს ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა. მერის დავალებით დღეს
ბაღში აუდიტი შევიდა.
მისგან განსხვავებით, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს,
რომ, მისი იფორმაციით, მე-15 ბაღში გაუგებრობა მოხდა.
"ამასთან დაკავშირებით ჩვენი რეაქციაც იყო ადეკვატური, მაგრამ,როგორც
ვიცი, იქ ასეთი ტრაგიკული იქ არაფერი იყო. ბავშვი დარბაზში ჩვეული
კარებით იმიტომ ვერ შევიდა, რომ იქ დეკორაციები იყო და სწორედ ამ
საორგანიზაციო საკითხებმა შეუშალა ხელი ამ კარებიდან მის დარბაზში
მოხვედრას", - ასე უპასუხა წოწერიამ ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესის"
კითხვას და დასძინა, რომ თითოეული ბავშვის უფლების დარღვევა მათ მიერ
მკაცრად შეფასდება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები