ზუგდიდის მერიაში საჯარო მოხელეების ნაწილს ხელფასები გაეზარდა (ვიდეო)
15:58 / 05.01.2018
ზუგდიდის მერიაში მომუშავე პროფესიულ საჯარო მოხელეებს, შრომითი
ანაზღაურების ახალი კანონის შესაბამისად, თანამდებობრივი სარგო
გაეზარდათ.
შესაბამისი ცვლილება სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს, ასევე
მთავარ სპეციალისტებს ეხებათ. რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის
პირებს, კოეფიციენტების ცვლილება ძალაში 2021 წლიდან შევა.
საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, თანამდებობრივი
სარგოს მომატება ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტზე გავლენას არ
მოახდენს.
გარდა ამისა, საკრებულოში ახალი თანამდებობა - ფრაქციის თავმჯდომარის
მოადგილე გაჩნდა, რომლის შრომითი ანაზღაურება 1 250 ლარით
განისაზღვრა.
„კოეფიციენტებზეა დამოკიდებული, ზოგს 100, ზოგს კი 200 ლარით გაეზარდა
ანაზღაურება. ჩვენ გვესმის საჯარო მოხელეების დატვირთული გრაფიკი და
პასუხისმგებლობა, ეს კიდევ ერთხელ საკრებულოს მოგვცემს საფუძველს, რომ
მეტი კონტროლი გავუწიოთ მათი მუშაობის ეფექტურობას და ხარისხს, რომ
გაამართლონ მაღალი სახელფასო ანაზღაურება“, - განაცხადა წოწერიამ.
საკითხს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. ფრაქცია ენმ-ის
თავმჯდომარე ანა წითლიძე ზუგდიდში არსებული სოციალური მდგომარეობის
ფონზე ხელფასების ზრდას არ ეთანხმება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდელების სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობა არის მძიმე და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ვერცერთი
დაპირების შესრულება, ხელფასების გაზრდა არის ძალიან ცუდი და
მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე
ზრუნავს“, - აღნიშნა წითლიძემ.
ამავე პოზიციას იზირებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია
და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების ფონზე
ხელფასების ზრდა არასწორია.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები