ახალი ამბები
მგზავრები: ენგურის ხიდზე გადასვლა სამარშუტო ტრანსპორტით უფრო იაფი და კომფორტულია (ფოტო)
სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალი მგზავრების ნაწილი სამარშუტო ტაქსების მომსახურებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე გადასვლა მათთვის ასე უფრო მისაღებია.

„ურმებით დავდიოდით სულ, მაგრამ ერთ ხელბარგზე ან ტვირთზე დამატებით თანხას გვახდევინებდნენ. ახლა ორი ლარი რირს მგზავრობა და სხვა არაფრის გადახდა აღარ გვიწევს. რა თქმა უნდა, გვირჩევნია, ამ სამარსუტო ტაქსბით მგზავრობა დანიშნულების ადგილამდე“, - აღნიშნეს მგზავრებმა.

ავტოსადგურის წარმომადგენლის არსენა ჩანგელიას განმარტებით, სამი სამარშუტო ტაქსი მგზავრებს ზუგდიდიდან ენგურის ხიდზე არსებულ საგუშაგომდე და უკან მოჰყავს. გარდა ამისა, აღნიშნული ტრანსპორტი გალში და გალის რაიონის რამდენიმე სოფელშიც მიდის.



„მეხუთე თვეა, მოსახლეობის მოთხოვნით, ეს რეისები მუშაობს. ყველანაირი საჭირო დოკუმენტი არსებობს. მოსახლეობაც კმაყოფილია“, - აღნიშნა ჩანგელიამ.



ენგურის ხიდთან იმ ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, ვისაც მგზავრები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ ვერ მუშაობენ, რადგან ამ ტერიტორიაზე სამი მიკროავტობუსი მოძრაობს, რომელიც იმავე მარშუტს სხვადასხვა კავშირის საშუალებით ასრულებს.

ამავე თემაზე:

შსს: ენგურის ხიდზე ერთი პირი ორი მუხლით დავაკავეთ

ენგურის ხიდზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს 

ენგურის ხიდთან ურმების მფლობელები გაიფიცნენ

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.