ახალი ამბები
ზუგდიდის მშენებარე სტადიონზე ბეტონის კედელს მოარღვევენ, თუმცა ვინ დაუშვა შეცდომა, არ ამბობენ
ზუგდიდის ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება უკვე დასრულებულია. მერიის სპეციალური ჯგუფი კომპანია „თბილქალაქპროექტის“ მიერ მომზადებულ პროექტს უკვე გაეცნო და ახლა მის ოფიციალურად ჩაბარებას ელოდება. მერიაში გვითხრეს, რომ ახალი პროექტი უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებთან შესაბამისობაშია. მშენებლობის მეორე ეტაპი გადახურვის, განათების, ვინტილაციის სამუშაოებს და თანამედროვე სტანდარტების ტაბლოს მონტაჟს გულისხმობს.

რაც შეეხება ბეტონის სარტყელს, მერიის პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ განუმარტეს, რომ სარტყელი პირველადი პროექტის მიხედვით აშენდა და მას მოანგრევენ, დემონტაჟს კი სამშენებლო კომპანია „დაგი“ განახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოები შეასრულა.

თავად კომპანია „დაგში“ ამბობენ, რომ ბეტონის კედლის მოსარღვევად მზაობა მათ ჯერ კიდევ მაშინ გამოთქვეს, როცა საკითხის ირგვლივ აჟიოტაჟი ატყდა, თუმცა მას შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით მერიასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„სახელმწიფოსინტერესებიდან გამომდინარე, თუ იქნება დემონტაჟის საჭიროება, ალბათ, გავაკეთებთ ამას, თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არ  არის ჩვენი შეცდომა. ჩვენ გავაკეთეთ ზუსტად ის, რაც პროექტში იდო“, - გვითხრეს სამშენებლო კომპანია „დაგში“. აქვე დასძინეს, რომ ტენდერში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც მერია ტენდერს გამოაცხადებს და მისი პირობები გახდება ცნობილი.

ბეტონის სარტყელის აშენებაში საკუთარ ბრალეულობას კატეგორიულად გამორიცხავენ „თბილქალაქპროექტშიც“, რომელმაც სტადიონის მშენებლობა დააპროექტა. კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვარაცხელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მათ მიერ შედგენილ პროექტში შეცდომა არ იყო დაშვებული.

„ალბათ, მისი ბრალეულობაა, ვინც ააშენა. ფაქტია, რომ კედელი უნდა მოინგრეს და ფედერაციამ ამის რეკომენდაცია მოგვცა“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოცხადდება ტენდერი კომბინატში მდებარე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპზე. მერიაში ამბობენ, რომ ეს გარკვეულ პროცედურებს უკავშირდება. მათ შორის, საჯარო უწყებაში პროექტის მიღების შემდეგ მის ხელახალ განხილვას აპირებენ.

მანამდე, მიმდინარე წლის მარტში, როცა სტადიონს ფედერაციის პრეზიდენტი და ექსპერტები ეწვივნენ, მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდებოდა.



უფრო ადრე კი ფეხბურთის ფედერაციამ კედლის მორღვევის რეკომენდაცია გასცა, რადგან კედლის არსებობის შემთხვევაში სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა.

ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის პროექტი ძირითადი და სათადარიგო სტადიონის მშენებლობას ითვალისწინებს. მთავარი მოედანი 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. ასევე, დაგეგმილია 1224 ადამიანზე გათვლილი სათადარიგო მოედნის მშენებლობა და განათების მოწყობა. მთავარი მოედანი ბუნებრივი საფარით, ხოლო სათადარიგო ხელოვნურით დაიფარება.



პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

ამავე თემაზე:

მერია: ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
18 / აპრილი 2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
18 / აპრილი 2024
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 31 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.