ახალი ამბები
ენმ-მ ვიცე-მერისა და საკრებულოს წევრის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა (ვიდეო)
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე ვიცე-მერ გია გულორდავასა და საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიას შესაძლო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის გამოძიებას ითხოვს. საკითხის შესახებ მოკვლევის დაწყების მოთხოვნით მან ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა. წითლიძის თქმით, საუბარია ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის შიდა ტერიტორიაზე არსებული ფართის დაკანონებასა და ამავე ადგილზე მშენებლობის დაწყებაზე.

„ზუგდიდის ვიცე-მერის გია გულორდავას პატრონაჟით სანდრო სორდიას მამა ცდილობს ბიზნესის უკეთ მოწყობას. დემნა სორდიამ 2016 წლის აპრილში დაიკანონა ფართი, როცა მისი შვილი მერიაში იურისტი იყო, შემდეგ კი 2018 წელს ექსკლუზიურად მიიღო მშენებლობის უფლება მაშინ, როცა სანდრო სორდია საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ამ დრომდე ვერც ამ ფართის გაფორმებას ახერხებდა ვინმე და ვერც მშენებლობის ნებართვის მიღებას. განცხადებით ვითხოვთ დაიწყოს მოკვლევა ჩვენი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სავარაუდო კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტზე“, - აღნიშნა წითლიძემ.

გარდა ამისა, მისივე მტკიცებით, ამ ტერიტორიის გარშემო მესაკუთრეთა დავაც მიმდინარეობს, რომელშიც მერია უკანონოდ ჩაერთო და დემნა სორდიას მიანიჭა უპირატესობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სანდრო სორდიას მამაა.

მუნიციპალიტეტის მერიაში კი ბრალდებებს უარყოფენ. მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა თენგიზ ქობალიამ თქვა, რომ 2016 წელს ამ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარება მოახდინა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და არა მუნიციპალიტეტის მერიამ.




„რაც შეეხება საკუთრების უფლებას, მერიას 25-მა მესაკუთრემ მიმართა, რომელთაც დაშენების უფლების მოპოვება მოითხოვეს. ჩვენ განვიხილეთ, მივეცით ნებართვა, მათ შორის იყო დემნა სორდიაც, რომელმაც, როგორც ვიცი, აღნიშნული ტერიტორია მემკვიდრეობით მიღებული ქონების საფუძველზე დაირეგისტრირა“, - აღნიშნა ქობალიამ.

ზუგდიდის საკრებულოს პრესსამსახურში კი ჟურნალისტებს უთხრეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.